პროკურატურამ ირაკლი ალასანიას მოქმედი მოადგილე დაკითხვაზე დაიბარა პროკურატურამ ირაკლი ალასანიას მოქმედი მოადგილე დაკითხვაზე დაიბარა />


  14:03:12     31-10-2014

პროკურატურამ ირაკლი ალასანიას მოქმედი მოადგილე დაკითხვაზე დაიბარა

a32788.jpg

ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასნაიას მოქმედი მოადგილე, ალექსანდრე ბატიაშვილი. ბატიაშვილმა, გამოძიების კითხვებს 3 ნოემბერს უნდა გასცეს პასუხი. 

საქმე ეხება ბიუჯეტიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტს. გამოძიების განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 5 მოქმედმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის დეპარტამენტის ორმა მოადგილემ, კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ, ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა. 

აღსანიშნავია რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომაპანია "სილქნეტის" ხელმძღვანელობასა და ალექსანდრე ბატიაშვილს შორის ახლო ნათესაური კავშირი არსებობს.   
კერძოდ: ახალგაზრდა ადვოკატების ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით: „კომპანია „სილქნეტის“ კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის უშუალო ბიძაშვილი და ფაქტობრივად, ოჯახის წევრია.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მათ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 

თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. კომპანია "სილქნეტში" აცხადებენ რომ მათი მხრიდან უკანონობას ადგილი არ ჰქონია.

იხილეთ ვრცლად: გადადგება თუ არა ალასანია და წაუყენებენ თუ არა ბრალს „სილქნეტის“ წარმომადგენლებს? - სკანდალი გრძელდება 0

ავტორი: