13:15:16     31-10-2014
ბათუმში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

შინაგან
საქმეთა სამინისტრომ სოფელ ქვედა სალიბაურში
, გარდაცვლილი
ქალი საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა გუშინ მოხდა, 22 წლის ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი კარადაში იპოვეს.
"აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული",- აცხადებენ შს სამინისტროში.
ამასთან,
"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს ახალგაზრდა ქალის ახლობლებმა პირად
საუბრებში უთხრეს, რომ შესაძლოა, ქალის გარდაცვალება ოჯახის წევრების
მხრიდან ძალადობამ გამოიწვია და თვითმკვლელობას ადგილი არ ჰქონია.
ქვედა სალიბაურის რწმუნებული სოფელში მომხდარ სუიციდის ფაქტს ადასტურებს. ირაკლი თურმანიძის განცხადებით,
22 წლის მ. დ.-მ. თავი სახლის მეორე სართულზე ჩამოიხრჩო.
როგორც "პრესა.ჯი"-მ გაარკვია, გარდაცვლილი ქობულეთის რაიონიდან იყო და ის რამდენიმე წლის წინ გათხოვდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.