11:34:07     02-03-2011
აშშ მოიერიშეების მოდერნიზაციას გეგმავს
აშშ–ის სამხედრო–საჰაერო ძალები, უახლოეს 5 წელიწადში, განსავითარებლად 230 მილიარდ დოლარს მიიღებს. ეს თანხა, მხოლოდ 70 პროცენტია იმ ინვესტიციისა, რომლის ჩადებასაც პენტაგონი, 2011–15 წლებში, ტაქტიკური ავიაფლოტის განვითარებისთვის გეგმავს.
აქედან, მილიარდი დოლარი სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავების პარკის შეკეთებასა და მოდერნიზაციას მოხმარდება. მიუხედავად საუკეთესო დაფინანსებისა, აშშ მოიერიშე თვითმფრინავების დეფიციტს პროგნოზირებს. გადაწყვეტილების თანახმად, ახლო მომავალში, მოიერიშეების მოდერნიზაციაც მოხდება.
ამ დროისათვის, აშშ–ის საჰაერო ძალები ფლობს 1830 მოიერიშეს – F-15, F-16 და F-22 – ს. ამერიკელი სამხედროების აზრით, ქვეყნის სრულყოფილი დაცვისათვის აუცილებელია, რომ სამხედრო თვითმფრინავების პარკი, ორი ათას ერთეულამდე გაიზარდოს. მოდერნიზაციის პროგრამაში ასევე მოხვდება კავშირის ციფრული სისტემა, 1021 ერთეული მოიერიშე F-16 და F –15.
0