აფხაზმა დეპუტატებმა სოხუმში პრესკონფერენცია გამართეს აფხაზმა დეპუტატებმა სოხუმში პრესკონფერენცია გამართეს />


  10:31:27     31-10-2014

აფხაზმა დეპუტატებმა სოხუმში პრესკონფერენცია გამართეს

a32781.jpg

რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის პროექტი, რომელიც აფხაზურმა მხარემ შეიმუშავა, აფხაზეთის ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ამის შესახებ აფხაზმა დეპუტატებმა ვალერი აგბრამ და ახრა ბჯანიამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. აფხაზური ვერსიის თანახმად, სამხედრო საფრთხის შემთხვევაში ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფების მეთაურს სოხუმი დანიშნავს.

აფხაზური მხარე რუსეთს ე.წ. საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნასაც სთავაზობს. აფხაზი დეპუტატების განცხადებით, გამარტივებული საბაჟო პროცედურები აფხაზეთის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყებს ხელს. ამასთან, რუსულ-აფხაზურ საზრვარზე აფხაზური მაკონტროლებელი ორგანოები შენარჩუნდება.

0

ავტორი: