მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი პეკინში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი პეკინში გაიხსნა />


  11:32:04     02-03-2011

მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი პეკინში გაიხსნა

a3890.jpg

დასრულდა ჩინეთის სახელმწიფო მუზეუმის სამწლიანი რეკონსტრუქცია. მუზეუმი აერთიანებს ისტორიის მუზეუმის და ჩინეთის რევოლუციის მუზეუმის კოლექციებს და განთავსებულია ტიანანმენის მოედნის აღმოსავლეთით, პეკინის ცენტრში.

მუზეუმის სარემონტო სამუშაოები, 2007 წლის მარტში დაიწყო. რეკონსტრუქცია მთლიანად 367 მილიონი დოლარი დაჯდა. განახლებული მუზეუმი, 191 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, რომელზეც 49 საგამოფენო დარბაზი და სტუმრების მისაღები ოთახია განთავსებული.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, პეკინის მუზეუმი დღეს ყველაზე დიდი მუზეუმია მსოფლიოში. თანამშრომლების განცხადებით, მისი კოლექცია მილიონი კულტურულ-ისტორიული ღირებულების ნივთებისაგან შედგება.

გუშინ, მუზეუმის ოფიციალური გახსნა მოხდა, მაგრამ ის უბრალო მნახველებისათვის ჯერ დახურულია და 1-დან 16 მარტამდე მხოლოდ სპეციალურ ჯგუფურ ექსკურსიებს მიიღებს. ეროვნულ ღირშესანიშნაობას, პირველები ჩინელი დეპუტატები ესტუმრებიან.

0

ავტორი: