ორი ყაჩაღობა გასული 24 საათის  განმავლობაში ორი ყაჩაღობა გასული 24 საათის განმავლობაში />


  10:43:39     30-10-2014

ორი ყაჩაღობა გასული 24 საათის განმავლობაში

a32745.jpg

ყაჩაღობის გარეშე არ ჩაუვლია წუხანდელ ღამეს თბილისში. სამმა ნიღბიანმა მამაკაცმა ვაშა-ფშაველას მე-5-ე კვარტალში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღა.

არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ოჯახის წევრებს კარი მოტყუებით გააღებინეს, შემდეგ კი თავს დაესხნენ. კარის გაღებისთვის კი მიზეზად მათ ელექტროენერგიის საკითხზე დალაპარაკება მოიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. მას დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

ყაჩაღობის ფაქტი "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს.

მათი თქმით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ჭიკაიძის უწყებაში არ აკონკრეტებენ დააკავეს თუ არა ეჭვმიტანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობა მოხდა ქუთაისშიც . იონამიძეების ოჯახს დღეს დილით სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა. წაღებულია ძვირფასეულობა და ფული. 

ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს, თუმცა როგორც მეზიბკები ჰყვებიან ოჯახის წევრებს მძარცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 


0

ავტორი: