09:19:33     30-10-2014
ეგვიპტე ისლამისტებთან ბრძოლას ააქტიურებს
ეგვიპტემ ღაზას სექტორთან
დასახლებების დემონტაჟი
დაიწყო. ადგილობრივ
მცხოვრებლებს ხელისუფლებამ
ევაკუაციისთვის 48 საათი მისცა. უსახლკაროდ
დარჩენილები სოლიდურ
კომპენსაციებს მიიღებენ.
სასაზღვრო მონაკვეთებზე
სპეციალური ბუფერული
ზონა შეიქმნება,
რაც ხელისუფლებას
იარაღის კონტრაბანდასთან ბრძოლაში დაეხმარება.
ღაზას სექტორში ბაზირებულ “ჰამასის” რადიკალურ დაჯგუფებას ქაირო სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედი ისლამისტების შეიარაღებაში ადანაშაულებს, რისთვისაც ჯიჰადისტები საიდუმლო გვირაბებს იყენებენ. გვირაბების გასანადგურებლად ბუფერულ ზონაში ღრმა ორმოები გაითხრება, რომელსაც წყლით ამოავსებენ.
0