“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” კინოეკრანების დასაპყრობად ემზადება “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” კინოეკრანების დასაპყრობად ემზადება />


  11:30:36     02-03-2011

“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” კინოეკრანების დასაპყრობად ემზადება

a3889.jpg

ჯოშ ბროლინი და ტიმ ბერტონი, ვიქტორ ჰიუგოს პარიზის ღვრთისმშობლის ტაძრის ეკრანიზებას აპირებენ. ამის შესახებ “Heatvision” იუწყება.

გამოცემის მონაცემებით, პროექტი ამჟამად მზადების სტადიაშია. სცენარისტებად მოწვეულნი არიან კირან და მიშელ მალრუნები, რომელნიც გაი რიჩის “შერლოკ ჰოლმსის” მეორე ნაწილის ავტორებიც არიან.

ბროლინი და ბერტონი ფილმის პროდიუსერებად მოგვევლინებიან, ხოლო ბერტონი, შესაძლოა, რეჟისორიც გახდეს, თუ სცენარი მოეწონება. ტიმ ბერტონის უკანასკნელი ნამუშევარი, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” 2010 წელს გამოვიდა. ამ კინოსურათის ბიუჯეტი 200 მილიონი დოლარია. ბერტონი ამჟამად მულტფილმის შექმნაზეც მუშაობს.    

0

ავტორი: