პრემიერ-მინისტრი: არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გავაკეთო პრემიერ-მინისტრი: არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გავაკეთო />


  15:08:28     29-10-2014

პრემიერ-მინისტრი: არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გავაკეთო

a32721.jpg

ეს შემთხვევა ჩემთვის ძალიან საწყენია, პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, გამოიძიოს ეს საქმე, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას და განაცხადა, რომ ეს სასაცილოა."არ მინდა, მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ზოგადად, ნოემბერი არის მათვის ჩვეული თვე, ყველას გახსოვთ, 7 ნოემბერს როგორ ბრუტალურად დაარბიეს მშვიდობიანი მოსახლეობა. 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი გეგმავენ პროვოკაციებს. რეალურად მათ რომ აფხაზეთზე, ჩვენს მოსახლეობასა და ქვეყანაზე გული არ შესტკივათ, ეს ახალი ამბავი არ არის. ყველამ კარგად იცის, რომ მათი დამსახურებაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი, ქვეყნის ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დავკარგეთ კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი და მათი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ 25 ათასი დევნილი. მათ აქცია საკუთარ თავს უნდა მოუწყონ. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაანონსებული აქცია მათ პროვოკაციების განსახორციელებლად სჭირდებათ, აპირებენ, რომ გაჭირვებული მოქალაქეები რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოიყვანონ, 15-15 ლარი გადაუხადონ და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" და მე მათზე დროის დახარჯვა არ მინდა",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 0

ავტორი: