15:55:38     28-10-2014
გელბახიანი: ალასანიამდე ერთი ნაბიჯი დარჩა
თავდაცვის
სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ვალერი გელბახიანი
„პრესა.ჯი“-სთან გამოეხმაურა. იურისტი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურა
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასაც მიადგება.
ვალერი
გელბახიანი: სამი თვეა ვაცხადებ, რომ ალასანიას პოსტიდან გაუშვებენ. ამ
პროგნოზის გაკეთებას მაძლევდა სამინისტროს მხრიდან ჩატარებულ ტენდერები.
დღეს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. ერთი ნაბიჯი დარჩა
ალასანიამდე.
აქედან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს - თუ ასეთი ტიპის სახელმწიფო
საქმიანობაში კრიმინალური დარღვევების გამოვლინება მოხდება და
პასუხსიმგებლობის საკითხი დადგება არა მარტო სამსახურების არამედ თავად
მინისტრისაც.
ვფიქრობ რომ ეს დაკავება არის პირველი ეტაპი. დაკავებები სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებით გაგრძელდება.
- თვლით რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება ალასანიას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება?
- არ
არის გამორიცხული. ბატონმა ალასანიამ თქვა, რომ ნოემბერში პარტიის
გაძლიერებას გეგმავდა. ვინაიდან უწყებაში კორუფციული სქემის შესახებ
არსებობდა მასალები, მთავრობამ დაასწრო ალასანის და მიანიშნა, რომ შემდეგი
შესაძლოა ის იყოს.
- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ალასანიას ბრალი წაუყენონ?
- დღეს
დაკავებული 5 პირი არ არის ჩვეულებრივი თანამშრომელი, ისინი სამსახურის
უფროსები არიან. ყველა გადაწყვეტილებას ისინი მინისტრთან შეთანხმებით
იღებენ. ალასანია გადაწყვეტილებებს აწერდა ხელს ან ეთანხმებოდა მათ.
ცნობისთვის,
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავეს. საქმე
ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ეხება.
მით უფრო მაშინ, როცა პროკურატურა, დაკავებულებს, "სილქნეტის" სასარგებლოდ 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება. მათთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებისა, ირაკლი ალასანია საფრანგეთსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტას არ აპირებს.
0