10:15:18     02-03-2011
ღორის ხორცი მომჟავო-ტკბილი სოუსით
მასალა: ღორის ხორცი – 350 გრამი, შაქრის ფხვნილი – 5 გრამი, დაფქვილი ჯანჯაფილი – 1 ჩაის კოვზი, ქორფა სტაფილო – 100 გრამი, დაკონსერვებული ანანასი – 200 გრამი, კარტოფილის სახამებელი – 15 გრამი, სოიოს სოუსი – 50 მლ, მცენარეული ზეთი – 50 მლ, ტკბილი, წითელი წიწაკა – ერთი ცალი.
ღორის ხორცი დავჭრათ 1,5 სმ სისქის ნაჭრებად. შეგვიძლია, მცირედად დავბეგვოთ კიდეც, თუ ხორცის სირბილეში დარწმუნებული არ ვართ, თუმცა, ეს აუცილებელი არ არის. შემდეგ მოვამზადოთ სოუსი-მარინადი: ავურიოთ ერთმანეთში სოიოს სოუსი, სახამებელი, ჯანჯაფილი და ცოტა შაქარი. წითელი წიწაკა გულისგან გავათავისუფლოთ და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. ცხელ ტაფაზე მოვათავსოთ ცოტა ზეთი და წიწაკა, სტაფილოსთან ერთად მოვხრაკოთ, 4-5 წუთის განმავლობაში, მაღალ ცეცხლზე, თან პერიოდულად ვურიოთ. ბოსტნეულს დავამატოთ ანანასის ნაჭრები და ცოტა ხანში გადმოვდგათ ცეცხლიდან. ღორის ხორცი ასევე შევწვათ ტაფაზე, ძალიან მაღალ ცეცხლზე, სოუსთან ერთად, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. როდესაც ხორცი მზად იქნება, დავამატოთ ბოსტნეული, ავურიოთ, ცოტა ხანი გავაჩეროთ ცეცხლზე და კერძიც მზადაა. 0