09:37:10     28-10-2014
ზუგდიდში მომხდარ აფეთქებას აფხაზეთის სუს-ის განყოფილების უფროსი ემსხვერპლა
ზუგდიდში, აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობის აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი ამ უწყების ერთ ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ცხედარი საგანგებო სიტაუციების სამსახურის თანამშრომლებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარი აფეთქების შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობა დაზიანდა.
როგორც "პრესა.ჯი"-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, აფეთქების ხმა დაახლოებით 01:00 სთ–ზე გაისმა.
ინცინდენტი
გორის ქუჩაზე მდებარე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში მოხდა ,წინასწარი ინფორმაციით,
ლაგვილავას კაბინეტის გვერდზე მდებარე სააბაზანო ოთახში გამათბობელი ავზი
აფეთქდა.
აფეთქების
ტალღამ მთელი შენობა საგრძნობლად დააზიანა და ბეტონის ვარდნა გამოიწვია.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ლაგვილავას გარდაცვალების მიზეზი
სწორედ ე. წ სინკარის დაცემა გახდა. დაღუპული ნანგრევებიდან 3 საათის
განმავლობაში ამოჰყავდათ.
მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზის გახეთქვამ გამოიწვია, კედლის ნგრევა კი ავზის გახეთქვის შემდეგ მოხდა.
"ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. გასკდა წყლის ავზი და ამას მოჰყვა კედლის ნგრევა, რომელიც დაეცა ჩვენს თანამშრომელს და იგი გარდაიცვალა",- თქვა გომელაურმა.
ამასთან შს სამინისტროს მაღალჩინოსანმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე, კატეგორიულად უარყო.