03:25:07     28-10-2014
ქათმის ხორცი თაფლით
მასალა:
500 გრ ქათმის ფილე (პატარა ნაჭრებად დაჭრილი)
1 კვერცხის ცილა
40 გრ კარტოფილის ფქვილი
2 თავი ხახვი
1 მწვანე ბულგარული წიწაკა
2 სტაფილო
1/4 ჭიქა თაფლი
2 სუფრის კოვზი მოხალული ნუში
მარილი და პილპილი გემოვნებით
გახურებულ ვოკს დაასხით ზეთი და აბრუნეთ ისე, რომ ცხიმი მის მთელ ზედაპირს მოედოს. დაჭრილი ხორცის ფილე ნაწილ-ნაწილ ამოავლეთ ათქვეფილ ცილაში, შემდეგ კარტოფილის ფქვილში და შეწვით მაღალ ცეცხლზე 4-5 წუთის განმავლობაში (სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას). გადმოიღეთ ქაღალდის პირსახოცზე, რომ დაიწრიტოს.
ხელახლა გაახურეთ ვოკი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი და შეწვით თხლად დაჭრილი ხახვი 3-4 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე. დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სტაფილო და შუშეთ 3-4 წუთის განმავლობაში. თან მუდმივად ურიეთ.
შემწვარი ბოსტნეული ამოავლეთ თაფლში, დაამატეთ ნახევრადშემწვარი ქათამი, ხელახლა აურიეთ ყველაფერი და გადმოდგით ცეცხლიდან. დაამატეთ მარილი, პილპილი და მოაყარეთ მოხალული ნუში. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.
0