03:22:31     28-10-2014
ნორვეგია რუსეთს დეოკუპაციისკენ მოუწოდებს
ნორვეგია რუსეთს მეორე მსოფლიო ომში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის, თუმცა უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ვერ პატიობს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კირკენესში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მისი რუსი კოლეგა სერგეი ლავროვიც ესწრებოდა.
საბჭოთა ჯარების მიერ ქალაქის გათავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბერგე ბრენდემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთ-ნორვეგიის ურთიერთობა უკრაინის მოვლენების გამო მკვეთრად დაიძაბა და სანამ რუსეთი დეოკუპაციის პროცესს არ დაიწყებს, მოსკოვი ოსლოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არ უნდა ელოდეს.