03:12:28     28-10-2014
სავჩენკოს წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივეს
უკრაინელ მფრინავ ქალს, ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთში პატიმრობა
გაუგრძელეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ის 13 თებერვლამდე დარჩება. სავჩენკოს
რუსეთის პროკურატურა ლუგანსკში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებს.
უკრაინის
მხარის განმარტებით, რუსებმა მფრინავი ქალი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
აიყვანეს, საიდანაც ვორონეჟში მოხვდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე სავჩენკო პარტია „ბატკივშინას“ საარჩევნო სიის სათავეში მოხვდა. პარტიის ლიდერი იულია ტიმოშენკო იმედოვნებს, რომ უმაღლეს რადაში შესვლა უკრაინელ მფრინავს რუსების ტყვეობისგან დაიხსნის.
0