ესპანეთში ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს ესპანეთში ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს />


  10:49:17     27-10-2014

ესპანეთში ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს

a32607.jpg

ქართველების მორიგი დაკავება ესპანეთში. lavozdegalicia-ის ინფორმაციით, ქალაქ ლა კორუნიაში ადგილობრივმა ნაციონალურმა პოლიციამ ქართველებისგან შემდგარი 7 კაციანი კრიმინალური დაჯგუფება დააკავა.

გამოცემის ცნობით, დაკავებულთაგან ექვსი ქართველია, ერთი კი ესპანელი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები სახლებს ძარცვავდნენ.

ნაციონალური პოლიციის განცხადებით, 4 თვის განმავლობაში მძარცველებმა 102 ბინა გაქურდეს, საიდანაც ძვირფასეულობა, ფული და ელექტროსაქონელი გაჰქონდათ.

ესპანური მედიის ცნობით, პოლიციამ ასევე აღმოაჩინა სამი ადგილი, მათ შორის ორი ბარსელონაში, ერთი კი ლა კორუნიაში, სადაც კრიმინალური დაჯგუფება მოპარულ ნივთებს ინახავდა.

ბოლო ერთი კვრის განმავლობაში ქართველების დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

წინა კვირას, ესპანეთის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით ქართველები დააკავა.
ოპერაცია „ქართულის“ ფარგლებში, რომელშიც პოლიცია და სამოქალაქო გვარდია მონაწილეობდა, 28 პირი აიყვანეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დანაშაულებრივ დაჯგუფებას 50 ძარცვა სხვადასხვა ქალაქში აქვს ჩადენილი.

დაკავებულები 22-დან 50 წლამდე ასაკის არიან. ყველა მათგანი მადრიდში ცხოვრობდა.
0

ავტორი: