ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს />


  10:05:42     27-10-2014

ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს

a32603.jpg

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სადარბაზოში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს.  როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, ბავშვი საკუთარი ბინის კართან იპოვა.

"კარებთან ცელოფანში გახვეული რაღაც იდო. თავიდან ლეკვი მეგონა, მაგრამ რომ გავხსენი ახალშობილი იყო ცოცხალი. დავურეკე პატრულს და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებს ჟურნალისტებთან მანანა იობიძე.

ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეს პროკურატურა იძიებს.


 

0

ავტორი: