10:10:38     27-10-2014
სირიელი ქურთები დახმარებას ითხოვენ
სირიელი ქურთები დახმარებას ითხოვენ. მათი ლიდერის,
ასი აბდულას განცხადებით, ისლამისტები მათ პოზიციებს მძიმე არტილერიით ბომბავენ. მასირებული
იერიშები ხორციელდება სირია-თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანზე, რომელსაც ამ
დრომდე ადგილობრივი ქურთები აკონტროლებენ.
ჯიჰადისტებზე საჰაერო დარტყმებს დასავლური კოალიციაც ახორციელებს, თუმცა როგორც ქურთების ლიდერი აცხადებს, მათ კოალიციის მხრიდან მეტი საჰაერო მხარდაჭერა სჭირდებათ.
0