კომბოსტოს სალათა ვაშლით კომბოსტოს სალათა ვაშლით />


  06:39:42     27-10-2014

კომბოსტოს სალათა ვაშლით

a32587.jpg

რეცეპტის ინგრედიენტები:

        3 ჭიქა დაქუცმაცებული კომბოსტო
        1 ცალი წითელი ვაშლი
        1 ცალი მწვანე ვაშლი
        1 ცალი სტაფილო
        1/2 ჭიქა თხლად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა
        2 ცალი მწვანე ხახვი
        1/3 ჭიქა მაიონეზი
        1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი
        1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

~ მომზადების წესი ~

1. ამოაცალეთ ორივე ვაშლს გული, დაჭერით კანიანად და მოათავსეთ თასში. ჩაუმატეთ დაქუცმაცებული კომბოსტო, გახეხილი სტაფილო, თხლად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა და მწვანე ხახვი. ერთმანეთს მსუბუქად შეურიეთ ეს ინგრედიენტები.

2. მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი, ყავისფერი შაქარი და ლიმონის წვენი. მოასხით მიღებული მასა სალათას დიდ თასში და გემრიელად მიირთვით! 0

ავტორი: