20:35:29     25-10-2014
გასროლა კოსტავაზე - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი
დაჭრა თბილისში. კოსტავაზე, ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს. კრიმინალური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაჭრილი, სამედიცინო სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ის, 30 წლამდე მამაკაცია. მას ამ წუთებში უტარდება ოპერაცია.
შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ერთ-ერთი ინფორმაციით, პოლიციისთვის ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობაც.
შსს-ში აცხადებენ რომ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
0