14:44:57     24-10-2014
ნაითლი ბროდვეიზე გამოვა

კირა ნაითლი ბროდვეიზე პირველად გამოვა. ამერიკულ თეატრში
მისი დებიუტი „ტერეზა რაკენში“ შედგება. ემილ ზოლას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით
დადგმულ სპექტაკლში ჰოლივუდელი მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ითამაშებს.
პირველად სცენაზე ნაითლი 2009 წელს გამოჩნდა. ლონდონში მან მოლიერის „მიზანტროპში“ ითამაშა, 2011 წელს კი იმავე სცენაზე ლილიან ჰელმანის „საბავშვო საათში“ მიიღო მონაწილეობა.
0