13:14:59     24-10-2014
ჰარი რობერტი საპატიმროს ტოვებს
48 წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე
საშიშ დამნაშავეს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. ჰარი რობერტსი საპატიმროს 78 წლის
ასაკში დატოვებს.
ბანდიტური დაჯგუფების ცნობილმა მეთაურმა 1966 წელს 3 უიარაღო პოლიციელი მოკლა, რისთვისაც მისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა უნდა მიესაჯათ, თუმცა განაჩენის გამოტანამდე ბრიტანეთში სასიკვდილო განაჩენი გაუქმდა. საბოლოოდ, რობერტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
0