12:02:36     24-10-2014
ფერადკანიანი მოქალაქის ავტობუსიდან ჩაგდების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზბეგის გამზირზე ავტობუსიდან ფერადკანიანი მოქალაქის ჩაგდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მწერალ ლელა კოდალაშვილის თქმით, ყაზბეგის გამზირზე მგზავრებმა
ავტობუსიდან ფერადკანიანი მოქალაქე ჩააგდეს.
შსს-ს განცხადებით, გამოიკითხება ქალბატონი, რომელმაც მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
0