16:24:39     23-10-2014
პრემიერ-მინისტრი თურქეთის გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა
თურქეთი–საქართველო–აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ერთობლივი სამხედრო სწავლება და სამეთაურო და საველე წვრთნები ჩატარდება,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, არმიის გენერალ ნეჯდეთ ოზელთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
„არაერთხელ გვითქვამს და, რაც მთავარია, საქმით დაგვიმტკიცებია, რომ თურქეთი საქართველოს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე.
აღინიშნა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.
მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალს ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.
0