ებრაელებმა ახალი უპილოტო თვითმფრინავი შექმნეს ებრაელებმა ახალი უპილოტო თვითმფრინავი შექმნეს />


  11:36:31     01-03-2011

ებრაელებმა ახალი უპილოტო თვითმფრინავი შექმნეს

a3868.jpg

ებრაულმა კომპანიამ “Israel Aerospace Industries” – მა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი “მოჩვენება” შექმნა. როგორც “შტრატეგყ Pაგე” იუწყება, მისი მასა 4 კილოგრამს შეადგენს. თავად აპარატი დღის და ღამის ხედვის ვიდეოკამერებითაა აღჭურვილი.

უპილოტო მოწყობილობას საათში 60 კილომეტრი სიჩქარის განვითარება შეუძლია. მის შესაძლებლობებშია ასევე, განახორციელოს ვერტიკალური დაშვება.

“მოჩვენება” აღჭურვილია ელექტრომოტორით, რომლის მეშვეობითაც აპარატის ხმაურიანობა მინიმუმამდეა დასული. საფრენი მოწყობილობა ძალიან მოსახერხებელია განსაზღვრულ ობიექტებზე ხანგრძლივი დაკვირვებებისათვის, დაბალ სიმაღლეზე.

უპილოტო საფრენი აპარატი “მოჩვენება” უკვე მეორე ასეთი ტიპის აპარატია, რომელიც კომპანია “IAI” – მ შექმნა. მცირე ხნით ადრე, კომპანიამ საფრენ აპარატ “პანტერას” დემონსტრირება მოახდინა. “პანტერას” ფრთების სიგრძე ექვსი მეტრია, ჰაერში ყოფნა კი ექვსი საათის განმავლობაში შეუძლია.

0

ავტორი: