10:44:00     22-10-2014
კობანში შეტაკებები განახლდა.
სირია-თურქეთის საზღვართან შეტაკებები განახლდა. ორდღიანი პაუზის შემდეგ ისლამისტებმა ქალაქ კობანზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. ჯიჰადისტებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას ადგილობრივი ქურთები დასავლური კოალიციის ავიაციის დახმარებით უწევენ. გვიან ღამით ისლამისტებმა ინტერნეტში ახალი ვიდეომასალა გაავრცელეს, რომელშიც მათ ამერიკული იარაღი აქვთ. როგორც ჯიჰადისტები ირწმუნებიან, იარაღი ქურთებისთვის იყო განკუთვნილი და ის ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამერიკელებმა პარაშუტებით ჩააგდეს.
0