11:29:48     01-03-2011
რუსეთი ლიბიას იარაღის ფულს სთხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ლიბიას რუსეთის სოლიდური ვალი მართებს და, სამოქალაქო ომის და არეულობების მიუხედავად, ვალდებულია გადაუხადოს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხები.
საქმე ეხება დავალიანებას, რომელიც კადაფის ხელისუფლებას, კრემლისგან იარაღის შესყიდვების შემდეგ, უკანასკნელ ხანს დაუგროვდა. თუმცა, რა იარაღზეა საუბარი, დეტალები ლავროვს არ დაუკონკრეტებია.
არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ლიბიასა და რუსეთს შორის გაცხოველებული სამხედრო-სავაჭრო ურთიერთობების შედეგად, ტრიპოლს რუსეთის 4 მილიარდი დოლარის ვალი აქვს.
ლიბია, იარაღის შესყიდვის საკითხში, რუსეთის ყველაზე მსხვილ კლიენტად ითვლება. ის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ინტენსიურად ახორციელებდა საბჭოთა და რუსული წარმოების სამხედრო ტექნიკის შესყიდვას და მოდერნიზებას.
0