11:28:56     01-03-2011
ჩრდილოეთ კორეა ომით იმუქრება
აშშ-სამხრეთ კორეის წრთვნები კორეის ნახევარკუნძულზე დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” ავრცელებს.
ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მანევრები თავდაცვით ხასიათს ატარებს და მისი მიზანი პოტენციური საფრთხეების წინაშე მზადყოფნის განმტკიცებაა.
სწავლებებში, დაახლოებით 200 ათასი სახრეთ კორეელი და 13 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. მანევრების პირველი ეტაპი, 13 დღეს გასტანს.
წრთვნის პირველი ეტაპი, სამხედრო-სახმელეთო ძალების მართვის შემსწავლელი ვარჯიშებისაგან შედგება. მეორე ეტაპი კი, სამხედრო-საჰაერო წრთვნა იქნება.
წრთვნები 30 აპრილამდე გაგრძელდება. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ სწავლებების წინააღმდეგ გადამწყვეტ სამხედრო ზომებს მიიღებს.
0