ფუნთუშა ფუნთუშა />


  10:46:09     01-03-2011

ფუნთუშა

a3862.jpg

მასალა: 4 ჩაის კოვზი საფუარი, 300–350 გრამი ფქვილი (ცომი უნდა იყოს რბილი), 200 გრამი რძე, 50 გრამი შაქარი, 2 კვერცხის გული, 30 გრამი კარაქი ან მარგარინი, ცოტა მარილი, შაქრის პუდრა, მოსართავები.

 

შაქარი ავურიოთ თბილ რძესთან და საფუართან. 20 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ თბილ ადგილას. კვერცხის ათქვეფილ გულებს დავამატოთ გამდნარი კარაქი. შემდეგ ამ ინგრედიენტებს ჩავუმატოთ ფქვილი, მარილი, მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ 1 საათი თბილ ადგილას, ხელსახოცგადაფარებული. სუფრაზე გავშალოთ ფქვილი, გავაბრტყელოთ ცომი, ჭიქით გამოვჭრათ და სასურველი ფორმა მივცეთ. ტაფაზე ზეთი იმ რაოდენობის უნდა იყოს, რომ ფუნთუშები მასში ტივტივებდეს. მომზადებული ფუნთუშები ათი წუთი გავაჩეროთ და შემდეგ მოვრთოთ.  

0

ავტორი: