10:42:33     20-10-2014
თურქეთი სირიელ ქურთებს არ შეაიარაღებს
თურქეთი
სირიელ ქურთებს იარაღით არ მოამარაგებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ
ერდოგანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ანკარა “ქურთისტანის დემოკრატიულ კავშირს” ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის და ქურთი მებრძოლების შეიარაღებას დაუშვებლად მიიჩნევს. სირიელი ქურთები კი დახმარებას ითხოვენ. თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანში ისლამისტებსა და ადგილობრივ ქურთებს შორის შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციამ ჯიჰადისტთა პოზიციებზე 13 საჰაერო იერიში განახორციელა.
0