ნამცხვარი ჩაისთან ნამცხვარი ჩაისთან />


  05:45:50     20-10-2014

ნამცხვარი ჩაისთან

a32379.jpg

კარაქის ბურთები, მექსიკური თუ იტალიური საქორწილო ნამცხვრები – რას არ ეძახიან ამ უმარტივეს ნამცხვარს, რომელიც უგემრიელესია ჩაისთან ერთად მისართმევად! გთავაზობთ მის საუკეთესო და ამავე დროს უმარტივეს რეცეპტს, რომლითაც 1 1/3 საათში 40 პორცია ნამცხვარი გამოგივათ!


რეცეპტის ინგრედიენტები:

        340 გრამი უმარილო კარაქი/მარგარინი
        3/4 ჭიქა საკონდიტრო/დაფქული შაქარი
        1/2 ჩაის კოვზი მარილი
        1 მთელი 1/2 ჭიქა დაფქული ნუში
        4 მთელი 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
        3 ჭიქა გაცრილი ფქვილი
        1/3 ჭიქა დაფქული შაქარი გასაფორმებლად

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 165C გრადუსამდე(325F).

2. თასში გათქვიფეთ კარაქი/მარგარინი დაფქულ შაქართან ერთად. ჩაუმატეთ მარილიც და თქვიფეთ ერთგვაროვანი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ დაფქული ნუში, ვანილის ექსტრაქტი და გათქვიფეთ. ბოლოს კი, ჩაუმატეთ 3 ჭიქა გაცრილი ფქვილი და კარგად შეურიეთ. კომპაქტური ცომის მოსაზელი ამ პროცესებში დიდ დახმარებას გაგიწევთ.

3. წაისვით ცოტაოდენი ფქვილი ხელებზე, დაიდეთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ცომი ხელის გულზე და აგორგოლავეთ ხელებს შუა სანამ პატარა ბურთის ფორმას არ მიიღებს(შეგიძლიათ ნამგალა მთვარის ფორმაც მიცეთ). დაალაგეთ ნამცხვრები უცხიმო საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, ნუ დაბრაწავთ. გამოცხობის შემდეგ ცოტათი შეაგრილეთ და მოაყარეთ 1/3 ჭიქა დაფქული შაქარი გასაფორმებლად.

    ნუტრიცია:
    კალორიები: 140კ.კალ.
    ქოლესტერინი: 18მგ.
    ცხიმები: 9.7გ.
    პროტეინი/ცილა: 2.2გ.

0

ავტორი: