ნუშის ტორტი ნუშის ტორტი />


  10:44:35     01-03-2011

ნუშის ტორტი

a3860.jpg

მასალა: 4 კვერცხის გული, 150 გრამი ნუში, 100 გრამი შაქარი, 40 გრამი ფქვილი, კარაქი ფორმაზე წასასმელად. მასალა კრემისთვის: 4 კვერცხის გული, 200 გრამი 33 %–იანი ნაღები, 150 გრამი კარაქი, 80 გრამი შაქარი.

 

კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გულები. დავამატოთ შაქარი და განვაგრძოთ თქვეფა. ნუში დავფქვათ, დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ. ფორმას წავუსვათ კარაქი, ზედ მოვათავსოთ ცომი და 25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, 180 გრადუს ტემპერატურაზე. კრემისათვის ავურიოთ ნაღები და შაქარი. გავაცხელოთ 10 წუთის განმავლობაში, ვიდრე მასა არ გასქელდება. სისტემატურად ვურიოთ. კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, რამდენიმე ეტაპად დავამატოთ ნაღებისა და კვერცხის გულის ნარევი. მთელი ტორტი კრემით დავფაროთ და მოვაყაროთ დაჭრილი ნუში და შაქრის პუდრა. 

0

ავტორი: