მკვლელობა ფონიჭალაში - ეჭვმიტანილმა 30 წლის მამაკაცი მოკლა და არხში დამალა მკვლელობა ფონიჭალაში - ეჭვმიტანილმა 30 წლის მამაკაცი მოკლა და არხში დამალა />


  11:23:11     18-10-2014

მკვლელობა ფონიჭალაში - ეჭვმიტანილმა 30 წლის მამაკაცი მოკლა და არხში დამალა

a32354.jpg

"შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილების, ისანი-სამგორის სამმართველოს და რუსთავის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გიორგი შ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მახლობლად მდებარე მინდორში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ ზურა ს-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მამამისის კუთვნილი ავტომობილით სოფელ ფონიჭალაში წაიღო და გიგანტის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ გაუქმებულ არხში დააგდო.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გიორგი შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 0

ავტორი: