ყოფილი ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ლექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია ყოფილი ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ლექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია />


  14:28:58     17-10-2014

ყოფილი ქმრის მიერ მძიმედ დაჭრილი ლექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია

a32345.jpg

მაკა წივწივაძე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ილას უნივერსიტეტის წინ სამი ტყვია ესროლა უმძიმეს მდგომარეობაშია.

მედიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

"პაციენტს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება",- უთხრა "პრესა.ჯი"-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა.

ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი ქმარი დაჭრილს ტელეფონით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.

წივწივაძის ახლობლების თქმით, მუქარის შემველი წერილების შესახებ დაზარალებულმა არაერთხელ მიმართა შს სამინისტროს.

და ამის შესახებ პოლიცია საქმის კურსში იყო.

არსებული ინფორმაციით, მაკა წივწივაძე ქმარს დაახლოებით თვენახევრის წინ გაშორდა და გაშორების დღიდან ტელეფონზე მისდიოდა მუქარის შემცველი შეტყობინებები.


როგორც სტუდენტები ამბობენ, დაჭრილის ყოფილი მეუღლე უნივესრსიტეტში ლექციების მიმდინარეობის დროს მივიდა, ლექციიდან გამოიყვანა ლექტორი ესროლა და თავად თავი მოიკლა.
0

ავტორი: