11:38:27     16-10-2014
მკვლელობა სოფელ დარჩელში - მოკლულია ტაქსის მძღოლი
მკვლელობა
მოხდა გვიან ღამით ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში. სოფლის ცენტრში 35
წლამდე მამაკაცს ადგილობრივმა მ.შ-მ ცივი იარაღით 6 სასიკვდილო ჭრილობა
მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
„პრესა.ჯი“-ს
ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მეზობელი სოფლიდან იყო და დარჩელში ტაქსის
მძღოლად მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
სოფელში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილსა და ტაქსის მძღოლს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მ.შ-მ გარდაცვლილს კუთვნილი თანხა არ გადაუხადა.
„პრესა.ჯი“-სთვის გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია, ის გოდერძი შამუგიაა და სოფელ კოკში ცხოვრობს.
ამ წუთებში ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული.
დარჩელში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც მძღოლი მოკლა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.
გამოძიება მომხდარის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე შს სამინისტროში არ ავრცელებენ ინფორმაციას ეჭვმიტანილის ნასამართლეობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მ.შ-მ ციხე ამნისტიის შედეგად დატოვა.
0