09:31:30     16-10-2014
ქათმის ბულიონი
რეცეპტის ინგრედიენტები:
1 ცალი ქათამი
1 თავი ხახვი
1 ცალი სტაფილო
2 კბილი ნიორი
ცოტაოდენი ბრინჯი
კამა, პეტრუშკა
მარილი
~ მომზადების წესი ~
1. ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. პერიოდულად მოვხადოთ ქაფი.
2. მოხარშვამდე ცოტა ხნით ადრე ჩავაგდოთ 1 მთლიანი ხახვი, ჩავაჭრათ 1 ცალი სტაფილო საშალო ზომის ნაჭრებად, ჩავუმატოთ ცოტაოდენი ბრინჯი, ჩავაგდოთ 2 კბილი ნიორი, ჩავაჭრათ მწვანილი და გემოვნებისამებრ ვუქნათ მარილი.
3. როცა ბრინჯი მოიხარშება, კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
0