12:06:02     15-10-2014
ქმარმა ცოლი ცემა – 30 წლის ქალი საავადმყოფოში სისხლჩაქცევებით მოათავსეს
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, გურჯაანში ქმარმა ცოლი ცემა – 30 წლის ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა. ქალს მარცხენა მხრის და ბეჭის
არეში სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები აღენიშნება, თავის არეში კი ძლიერ
ტკივილებს უჩივის.
„დღეს დაახლოებით 12:00 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ახალგაზრდა ქალი. დაჟეჟილობები, სისხლჩაქცევები და თავის ძლიერი ტკივილი ჰქონდა. დედა, რძალი და ოჯახის სხვა წევრები ახლდნენ თან, დედის დაჟინებული მოთხოვნით ცოტა ხნის წინ გავწერეთ საავადმყოფოდან“, - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს მიმღებში.
როგორც საინფორმაციო საშუალება იუწყება, პოლიციას მოძალადე, 32 წლის მამაკაცი ამ დრომდე არ დაუკავებია. არსებული ინფორმაციით, ის პოლიციის „ინფორმატორია“.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
11-126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
0