თბილისში ეკლესია დაარბიეს - ტაძრის წინამძღვარი რეაგირებას მთავრობას და პარლამენტს სთხოვს თბილისში ეკლესია დაარბიეს - ტაძრის წინამძღვარი რეაგირებას მთავრობას და პარლამენტს სთხოვს />


  13:25:09     14-10-2014

თბილისში ეკლესია დაარბიეს - ტაძრის წინამძღვარი რეაგირებას მთავრობას და პარლამენტს სთხოვს

a32255.jpg

ბოგდან ხმელინცკის ექვს ნომერში კვლავ პოლიციაა მობილიზებული. დღეს დილით ისნის რაიონში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესია დაარბიეს.

„პრესა.ჯი“-ს კორესპონდენტის ცნობით, ეკლესიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

ვანდალური ფაქტი ადგილობრივმა ნახა. თვითმხილველის თქმით, დილით ტაძრის კარი შემტვრეული ნახა და დაუყოვნებლივ პოლიციაში დარეკა.

„ეკლესია დარბეულია, ჩამოყრილია ხატები, დამტვრეულია ჯვრები და აშკარაა ვანდალიზმის ფაქტი“,- აცხადებს ტაძრის წინამძღვარი.

მამა იასეს ინფორმაციით, შესაწირი ყუთები მოგლეჯილია, მძარცველი საკურთხეველშიც იმყოფებოდა.

„ამაზე მთელი პარლამენტი და მთავრობა ფეხზე უნდა დადგეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეშმაკმა გააკეთა, მაგრამ ეს ეშმაკი უნდა იპოვონ",- განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა.

წმინდა ბარბარეს ეკლესიის დარბევასთან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით (ქურდობა)მიმდინარეობს.
0

ავტორი: