ფრანგული “სეზარი” “ოსკარს” ეჯიბრება ფრანგული “სეზარი” “ოსკარს” ეჯიბრება />


  11:21:41     28-02-2011

ფრანგული “სეზარი” “ოსკარს” ეჯიბრება

a3847.jpg

ფრანგი რეჟისორის, კსავიე ბოვუას ფილმმა “ღმერთებზე და ადამიანებზე,” რომელიც ქრისტიანი მონაზვნების ტრაგიკულ ბედს ასახავს ალჟირის მთებში, ფრანგული კინოაკადემიის, “სეზარის” უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი” იუწყება. კინოსურათს უკვე აღებული აქვს კანის 63-ე საერთაშორისო კონოფესტივალის გრანპრი, “საუკეთესო ფილმის” და “საუკეთესო რეჟისურის” ნომინაციებში.

 

ცნობილი პოლონელ-ფრანგი რეჟისორი რომან პოლანსკი “სეზარის” საუკეთესო რეჟისორი გახდა, ფილმისათვის “მოჩვენება.” კინოსურათი რობერტ ჰარისის რომანის მიხედვითაა გადაღებული, მისი საუნდტრეკის შემქნელი ალექსანდრ დესპლატი კი “ფილმების საუკეთესო მუსიკის ავტორად” აღიარეს.

 

“სეზარის” ვერსიით, საუკეთესო დებიუტანტი ფილმი ფრანგი რეჟისორის, ჯოან სტაფის კინოსურათია. რეჟისორმა ჯილდო პოლანსკის ხელით მიიღო. ამერიკელი რეჟისორის, დევიდ ფინჩერის “სოციალურმა ქსელმა,” რომელიც “ფეისბუქის” შემქნელის, მარკ ცუკერბერგის შესახებ მოგვითხრობს, მიიღო ჯილდო ნომინაციაში “საუკეთესო უცხოური ფილმი.”

 

“სეზარის” პირველი ცერემონიალი, 1976 წელს შედგა პარიზში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ჭელლს, ცერემონია პარიზის მუსიკალურ თეატრ “შატლეში” გაიმართა.
0

ავტორი: