იმერეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია, ეჭვმიტანილი დაკავებული იმერეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია, ეჭვმიტანილი დაკავებული />


  10:15:36     10-10-2014

იმერეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია, ეჭვმიტანილი დაკავებული

a32233.jpg

შინაგან სამეთა სამინისტრომ დააკავა პირი, რომელსაც ქალბატონის მკვლელობა ედება ბრალად. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი სამი დღის წინ დაიკარგა. სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობისას კი დაკავებულმა პოლიციას უჩვენა ადგილი სადაც გვამი გადააგდო. 

"სამძებრო სამუშაობის მიმდინარეობისას გამოვლინდა პირი, რომელმაც დაკარგული ქალბატონის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს მიუთითა ის ადგილი, სადაც ცხედარი გადააგდო. მაშველების მიერ ცხედარი მდინარე გუბისწყლიდან იქნა ამოყვანილი,  გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს",- განუცხადეს "პრესა.ჯი"-ს სამინისტროში. 

უწყება გახსნილ მკვლელობაზე დამატებით კითხვებს ამ ეტაპზე არ პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან,მდინარე გუბისწყალიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წუხელ ქალის ცხედარი ამოიყვანეს. 

"პრესა.ჯი" ხონის გამგებელ ჯემალ მებუკეს ესაუბრა. გამგებლს ინფორმაციით, დაღუპული და დაკავებული ხონში არ ცხოვრობდნენ. 

გამგებელი: ხონში არ მომხდარა, ეს მკვლელობა. ჩემი ინფორმაციით, ქალბარონი ქუთაისში  მოკლეს. გარდაცვლილი  ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან,მდინარე გუბისწყალში იქნა აღმოჩენილი. ცხედარი მდინარეში სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით იყო გადაგდებული. გარდაცვლილი ქალაქ ფოთიდან იყო და ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. 

გარდაცვლილი მაია ჩხეტია ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. ჩხეტიას ორი შვილი და მშობლები ჰყავს. ის წარმოშობით ფოთიდან არის.



 



  0

ავტორი: