11:09:57     28-02-2011
არაბული ქვეყნები შეიარაღებას ზრდიან
არაბული ქვეყნები, მიუხედავად აქ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური აფეთქებებისა, უახლოეს წლებში სამხედრო ხარჯების გაზრდას აპირებენ. ასეთი მოსაზრება ექსპერტებმა საუდის არაბეთში მიმდინარე სამხედრო გამოფენის შემდეგ, ჟურნალისტებთან კულუარულ საუბარში გამოთქვეს.
მაგალითად, სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს ექვსი ქვეყანა და იორდანია მიმდინარე წელს თავდაცვის ხარჯებს 68 მილიარდ დოლარამდე ზრდიან.
სპეციალისტების აზრით, პოლიტიკური არასტაბილურობა და მუდმივი შიში ამ ქვეყნებს იარაღის შეკვეთების გაზრდისაკენ უბიძგებს. ამას გარდა, სპარსეთის ყურის ზონის სახელმწიფოები ორიენტირებულნი ძვირადღირებულ შეიარაღებული სისტემებზე არიან.
მაგალითად, ამ გაზაფხულს იგეგმება ამერიკულ კომპანიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის სუპერთანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის შესახებ კონტრაქტის გაფორმება, რომელიც ემირატებს შვიდი მილიარდი დოლარი დაუჯდება.
0