15:03:58     08-10-2014
პროკურატურის განცხადება ჰეროინის საქმეზე
პროკურატურამ გურამ ცეცხლაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა. უცვლელად გთავაზობთ პროკურატურის განცხადებას:
"ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებული გურამ ცეცხლაძის მიმართ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ გ. ცეცხლაძემ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნონდა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში ჩატვირთული ტვირთი შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას.