დედოფლისწყაროში 14 წლის გოგონა საკუთარმა დეიდაშვილმა გააუპატიურა (დეტალები) დედოფლისწყაროში 14 წლის გოგონა საკუთარმა დეიდაშვილმა გააუპატიურა (დეტალები) />


  10:15:37     08-10-2014

დედოფლისწყაროში 14 წლის გოგონა საკუთარმა დეიდაშვილმა გააუპატიურა (დეტალები)

a32207.jpg

დედოფლისწყაროში ეთნიკურად აზერბაიჯანელი 14 წლის გოგონა საკუთარმა დეიდაშვილმა გაიტაცა და გააუპატიურა. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

დედოფლისწყაროს გამგებლის ნიკოლოზ შანშიაშვილის განცხადებით, 14 წლის გოგონას მოტაცებისა და გაუპატიურებისთვის ორი ადამიანია დაკავებული, ოთხს კი პოლიცია ეძებს.  

როგორც გამგებელმა "პრესა.ჯი"-ს უთხრა, დაზარალებულის დეიდაშვილმა არასრულწლოვანი გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა. 

"პრესა.ჯი": როდის მოხდა ფაქტი და რამდენი ადამიანია დაკავებული?

ნიკოლოზ შანშიაშვილი: შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. პოლიციამ ორი პირი მალევე დააკავა. სხვა დეტალები არ ვიცი საქმეს სიღნაღის რაიონის პროკურატურა იძიებს. უმჯობესია მათ ჰკითხოთ.

- გოგონა თავს როგორ გრძნობს?

- როგორც ვიცი, ძალადობის კვალი არასრულწლოვანს აღენიშნება და ეს ექსპერტიზამ დაადასტურა.

სიღნაღის პროკურატურის პროკურორის ირაკლი მინაშვილის ცნობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გატაცებაში მონაწილე ექვსივე პირს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის აღებით იმუქრებიან. ცნობილია რომ დაზარალებული და ეჭვმიტანილები ერთ სოფელში ცხოვრობენ. 0

ავტორი: