12:02:42     07-10-2014
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრი დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების და ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თორმეტი მოქალაქეა დაკავებული.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, სისტემატიურად ახორციელებდა ატენის ხეობაში არსებული ტყიდან ძვირფასი სამასალე ჯიშის მრგვალი ხის მორის უაკანონოდ მოპოვებას, ხოლო დანაშაულისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სახერხ საამქროებში უკანონოდ დახერხვის შემდეგ, გაყიდვის ზედნადების ნაცვლად წერდნენ მასალის შიდა გადაზიდვის ფორმით ტრანსპორტირებას, რეალურად კი ახორციელებდნენ ხე-მასალის კლიენტებზე რეალიზაციას.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს გორის სატყეო უბნის ტყის მცველი, მიხეილ ყორანაშვილი, რომელმაც მის დაქვემდებარებულ ტყეკაფის ტერიტორიაზე უკანონოდ ხე-მასალის მოჭრის სანაცვლოდ, პერიოდულად ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა.
0