დუისში ძმამ საკუთარი და მძიმედ დაჭრა დუისში ძმამ საკუთარი და მძიმედ დაჭრა />


  11:09:42     29-09-2014

დუისში ძმამ საკუთარი და მძიმედ დაჭრა

a32101.jpg

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ძმამ საკუთარი და ცივი იარაღით დაჭრა. დაზარალებულს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მოგვიანებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

როგორც "პრესა.ჯი"-ს  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში  განუცხადეს, 33 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების თქმით, ინციდენტი და-ძმას შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს ადასტურებენ. მათი თქმით, ახმეტის რაიონის პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.  

0

ავტორი: