გერმანია ეგვიპტელ სამხედროებს მხარდაჭერას უცხადებს გერმანია ეგვიპტელ სამხედროებს მხარდაჭერას უცხადებს />


  12:59:38     26-02-2011

გერმანია ეგვიპტელ სამხედროებს მხარდაჭერას უცხადებს

a3833.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება, ადგილობრივი სამხედროები შეაქო. „სწორედ მათი ძალისხმევით დაადგა ქვეყანა დემოკრატიის გზას,“ აღნიშნა მინისტრმა. ამის შესახებ „Deutschland Funk“ იტყობინება.

 

მინისტრ ვესტერვალეს თქმით, ეგვიპტის შეიარაღებულმა ძალებმა, თავდაცვის მინისტრ მარშალ ჰუსეინ ტანტავის ხელმძღვანელობით, მართებული ნაბიჯები გადადგეს.

 

როგორც ცნობილია, უმაღლესმა სამხედრო საბჭომ შეაჩერა კონსტიტუცია, გაუშვა პარლამენტი და არჩევნებამდე ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო. სამხედროთა ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, რომელშიც რვა ადამიანი შევიდა. ისინი ახალ კონსტიტუციას და ქვეყნის განვითარების გეგმას შეიმუშავებენ.

 

ძირითადი კანონის შესახებ რეფერენდუმი ორ თვეში გაიმართება. სამხედროებმა ნახევარ წელიწადში არჩევნების ჩატარების პირობა დადეს. არმიამ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე უარი განაცხადა.   

0

ავტორი: