ტრიპოლში სამხედროებმა მომიტინგეები დაცხრილეს ტრიპოლში სამხედროებმა მომიტინგეები დაცხრილეს />


  12:58:25     26-02-2011

ტრიპოლში სამხედროებმა მომიტინგეები დაცხრილეს

a3832.jpg

 ტრიპოლში, მუამარ კადაფის ერთგულმა სამხედროებმა, აქციის მონაწილეების მისამართით ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ იტყობინება.

 

ინცინდენტის მოწმეთა მტკიცებით, როდესაც დემოსტრანტები მეჩეთიდან ლოცვის შემდეგ გამოვიდნენ, სამხედროებმა ჯერ ჰაერში, ხოლო შემდეგ ხალხის მისამართით გაისროლეს, რათა მიტინგისათვის ხელი შეეშალათ. ჯერჯერობით, ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება.

 

ტრიპოლის მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ამჟამად სროლები ქალაქის რამდენიმე რაიონში ისმის. კადაფის მხარდამჭერმა შეიარაღებულმა ძალებმა მეჩეთის ბლიკირება მოახდინეს. ამას გარდა, ქუჩებში შექმნეს საკონტროლო–გამშვები პუნქტები, რათა შეკრებებს ხელი შეუშალონ.

 

როგორც ცნობილია, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის საწინააღმდეგო გამოსვლები 15 თებერვალს დაიწყო. მოკლე ხანში მომიტინგეების მხარეს არმიის რამდენიმე დანაყოფი გადავიდა, რომელთა კონტროლის ქვეშ ქვეყნის აღმოსავლეთი ქალაქები აღმოჩნდა. ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღი და ავიაცია გამოიყენა.

0

ავტორი: