15:00:35     22-09-2014
გორის რაიონის სოფელ ბოშურში პოლიციელი დაჭრეს
ვრცელდება ინფორმაცია რომ წინა კვირას გორის რაიონში პოლიციელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრა გორის რაიონის სოფელ ბოშურში მოხდა. დაჭრილია გორის შს სამმართველოს მეჯვრისხევის განყოფილების დეტექტივი.
ეჭვმიტანილი ლ.ყველაშვილი დაკავებულია.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი გვარად მესხიძე ბოშურში სტუმრად იმყოფებოდა. მას ადგილობრივთან შეკამათება მოუვიდა. კამათი კი დაჭრით დასრულდა.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოძიებას გორის შს სამმართველო აწარმოებს.
0