მსოფლიო „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალს ელოდება მსოფლიო „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალს ელოდება />


  11:24:29     26-02-2011

მსოფლიო „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალს ელოდება

a3828.jpg

ამერიკულმა კინო–აკადემიამ და არხმა „ABC“–მ „ოსკარების“ ცერემონიალის ტრანსლაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ „დედლაინი“ იუწყება.

 

ახალი შეთანხმების მიხედვით, ღონისძიების ტელევერსია არხზე 2020 წლამდე დარჩება. ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალი პირველად „NBC“–ზე, 1953 წელს გაშუქდა. შემდეგ, წლების განმავლობაში, პერიოდულად გადადიოდა ერთი არხიდან მეორეზე.

 

„ეიბისისთვის“ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2006 წლიდან ეროვნული საფხებურთო ლიგის ტრანსლაციას ვეღარ ახერხებს. „ოსკარები“ კი არხს კვლავ რეიტინგულს გახდის. მაგალითად, გასულ წელს ცერემონილი 41 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

 

ამერიკული კინო–აკადემიის ჯილდოების გადაცემის 83 –ე ცერემონია 2011 წლის 27 თებერვალს, ლოს ანჟელესში, კინოთეატრ „კოდაკში“ შედგება. წლევანდელ ფავორიტად ტომ ჰუპერის ფილმი ითვლება, რომელიც „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაზეა წარდგენილი.
0

ავტორი: