ოკლაჰომაში მოვაელობის შესრულებისას დაღუპულ ძაღლს პატივი მიაგეს (+3 PHOTO) ოკლაჰომაში მოვაელობის შესრულებისას დაღუპულ ძაღლს პატივი მიაგეს (+3 PHOTO) />


  07:43:40     22-09-2014

ოკლაჰომაში მოვაელობის შესრულებისას დაღუპულ ძაღლს პატივი მიაგეს (+3 PHOTO)

a32025.jpg

აშშ-ის შტატ ოკლაჰომას ოფიცრები და მათი ოთხფეხა თანამშრომლები სამი წლის ავჩარკის, სახელად კაის დაკრძალვას დაესწრნენ.

კაი, რომელსაც არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული კარგად შესრულებული სამუშაოს გამო, მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს.

მამაცი ძაღლი დამნაშვის შეჩერებას ცდილობდა, რომელიც ბინის გატეხვაში იყო ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, კაიმ დანით რამდენიმე ჭრილობა მიიღო, რის შემდეგაც გული გაუჩერდა.

სერჟანტი რაიან სტარკი კაითან ერთად ორი წელი მუშაობდა. სტარკს პოლიციაში მუშაობის 13-წლიანი სტაჟი აქვს, მაგრამ მისთვისაც კი მძიმე დარტყმა იყო კაის სიკვდილი.

ოკლაჰომაში პირველად მოხდა, როცა ძაღლი ადამიანმა მოკლა.

აღსანიშნავია, რომ დაკრძალვაზე შტატის ყველა თანამშრომელი ძაღლი მივიდა თავის მეწყვილეებთან ერთად. 0

ავტორი: